Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,    55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ   ბრძანების ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ    დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)  მონაწილეობის, მისი  წარმართვის და შეფასების წესისა და  იმ   სამედიცინო დაწესებულებების ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის            დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია   დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული   მზადების)   კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების  შესახებ“   თსუ   რექტორის    2010 წლის    13 სექტემბრის   №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული მზადების)  სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს      2013 წლის      15 ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის
2026 წლის 10  მარტის  №4996/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.   დერმატო - ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი
1.2.   ლაბორატორიული მედიცინა  - 9 რეზიდენტი
1.3.  ორთოპედიული სტომატოლოგია -  1 რეზიდენტი


2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 16-20 მარტი;
2.2. გასაუბრება – 24 მარტი;
2.3. შედეგების გამოცხადება - 25 მარტი.

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია